განათლება › ტრენინგი | თბილისი

ტრენინგ კურსი - ყოველდღიური და საქმიანი ეტიკეტი

ტრენინგ კურსი - ყოველდღიური და საქმიანი ეტიკეტი
ტრენინგ კურსი - ყოველდღიური და საქმიანი ეტიკეტი

თბილისის ეტიკეტის სკოლა გთავაზობთ ტრენინგ - კურსს სახელწოდებით ყოველდღიური და საქმიანი (ბიზნეს) ეტიკეტი ანუ თანამედროვე ქცევის კულტურა.

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

ლექცია 1 - ეტიკეტი: ძირითადი პოსტულატები

ლექცია დაეთმობა ეტიკეტის არსისა და მიზნის განმარტებას. აღწერილი იქნება ეტიკეტის წარმოშობისა და საზოგადოებაში დამკვიდრების ისტორია. აგრეთვე განიხილება ეტიკეტის სხვადასხვა ტიპები და კონკრეტული მაგალითების დემონსტრირებით ნაჩვენები იქნება თუ რამდენად აუცილებელია ეტიკეტის ნორმების ცოდნა, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში ურთიერთობისთვის.

ლექცია 2 - იმიჯი: საკუთარი თავის წარმოჩენის ხელოვნება

ლექცია დაეთმობა საკუთარი თავის დადებითი კუთხით წარმოჩენის ტექნიკის შესწავლას. საუბარი იქნება პირველი შთაბეჭდილების მნიშვნელობაზე, რაც უდავოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. ამ მხრივ ზახი გაესმება ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიც არის ადამიანის გარეგნული მხარე და დახვეწილი მანერების ფლობა. აგრეთვე ნაჩვენები იქნება სწორი იმიჯის შექმნის აუცილებლობა.

ლექცია 3 - კომუნიკაციის ხელოვნება

ლექცია შეეხება ურთიერთობის დამყარებისა და მისი შენარჩუნების ხერხებს. განიხილება როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური კომუნიკაციის წარმოების წესები.

ლექცია 4 - ეტიკეტი საქმიან გარემოში

ლექცია დაეთმობა სამუშაო გარემოში არსებული ქცევის ნორმების შესწავლას. განიხილება ფორმალური იმიჯის დეტალები (გარეგნული მხარე) და აგრეთვე საქმიანი ურთიერთობების დამყარების წესები.

ლექცია 5 - სტუმარ - მასპინძლობა: უმთავრესი წესები

ლექცია შეეხება მასპინძლობისა და სტუმრად ყოფნის კულტურას. საუბარი იქნება სხვადასხვა ტიპის მიღებებსა და მათ თავისებურებებზე. დეტალურად განიხილება როგორც მასპინძლის, ასევე სტუმრის პასუხისმგებლობა და მოვალეობები ამ ტიპის ღონისძიებებზე.

ლექცია 6- სუფრასთან ქცევის წესი

ლექცია დაეთმობა სუფრასთან ქცევის მანერების შესწავლას. განმარტებული იქნება მაგიდის აქსესუარების დანიშნულება, მათი განლაგებისა და მოხმარების წესი. ყურადღება დაეთმობა სტუმრების განთავსების კულტურას სუფრასთან. აგრეთვე განიხილება სხვადასხვა კერძებისა და სასმელების მირთმევის წესები.

ლექცია 7 - ნაციონალური ეტიკეტი - სხვადასხვა ხალხთა კულტურული თავისებურებანი

ლექციაზე ნაჩვენები იქნება სხვადასხვა ქვეყნების წეს-ჩვეულებებისა და კულტურული თავისებურებების გავლენა ეტიკეტის ნორმებზე. ყურადღება გამახვილდება ნაციონალური ეტიკეტის მნიშვნელობაზე ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობების დამყარებისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან.

ლექცია 8 - ეტიკეტის მნიშვნელოვანი დეტალები

ლექცია შეეხება ეტიკეტის იმ ნორმებს, რომელთა არსებობა ხშირად ავიწყდებათ ადამიანებს ყოველდიურ ცხოვრებაში. საუბარი იქნება ისეთ დეტალებზე როგორიც არის სხვადასხვა ტრანსპორტში შესაბამისად მოქცევის წესი, სიგარეტის მოწევის კულტურა, ყვავილების სწორად არჩევა, საცეკვაოდ მოპატიჟება და ა.შ. აგრეთვე განიხილება უხერხული სიტუაციების თავიდან აცილების გზები კონკრეტული მაგალითების გამოყენებით.

ბოლო (მე-9) ლექცია დაეთმობა ტესტირებას, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

ადგილი: სასტუმრო Holiday Inn Tbilisi

ღირებულება: 300 ლარი (ინდივიდუალურად). ჯგუფებზე მოქმედებს ფასდაკლება.

კურსის გავლის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: tbilisieschool@gmail.com

Facebook: https://www.facebook.com/tbilisieschool

ავტორი თბილისის ეტიკეტის სკოლა

წყარო: Knowledge is Power

ფოტო

ტრენინგ კურსი - ყოველდღიური და საქმიანი ეტიკეტი
ტრენინგ კურსი - ყოველდღიური და საქმიანი ეტიკეტი