განათლება › ტრენინგი | თბილისი

ტრენინგი ინგლისურ ენასა და მეთოდიკაში მასწავლებლებისთვის

ტრენინგი ინგლისურ ენასა და მეთოდიკაში მასწავლებლებისთვის
ტრენინგი ინგლისურ ენასა და მეთოდიკაში მასწავლებლებისთვის

"ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ პრაქტიკულ სემინარებსა და ტრენინგებს ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინგლისურ ენასა და მეთოდიკაში.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

უკვე ასწავლით, მაგრამ გსურთ მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, გაიღრმავოთ სწავლების გამოცდილება და გახდეთ უფრო წარმატებული?

კურსის მიზანია მოამზადოს მასწავლებლები ბავშვებისა და მოზარდების სწავლებისთვის, მიაწოდოს მათ უახლესი მეთოდური ინფორმაცია. ასევე, კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს სწავლების გამოცდილება (შესაძლებელია გამოცდილების გარეშე) და საჭიროებს დამატებით სპეციფიკურ ტრენინგს.

ტრენინგ - პროგრამა დაეხმარება პედაგოგებს პროფესიულ წინსვლაში, კერძოდ:

  • ისინი შეისწავლიან და გაიღრმავებენ თანამედროვე ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკას;
  • მოემზადებიან მასწავლებელთა საერთაშორისო სასერთიფიკაციო ადგილობრივი და მსოფლიოში აღიარებული TKT გამოცდისთვის.
  • ტრენინგების შემდგომ პედაგოგებს გადაეცემათ "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს 3 ძირითად ეტაპს.

პროგრამის ხანგძლივობა: 15 სრული საათი (1 ეტაპი მოიცავს 5 საათიან ტრენინგს).

თბილისი:

პირველი ეტაპი - 8 ივნისი, კოსტავას 67 - სათავო ოფისი;

მეორე ეტაპი - 15 ივნისი, კოსტავას 67 - სათავო ოფისი;

მესამე ეტაპი - 22 ივნისი, კოსტავას 67 - სათავო ოფისი.

გაითვალისწინეთ, ტრენინგები არის უფასო, თქვენ იხდით მხოლოდ სასწავლო მასალებისა და სერთიფიკატის ღირებულებას - 90 ლარს. ღირებულებაში შედის შვედური მაგიდაც.

დარეგისტრირდით

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ:

ქ.თბილისი, კოსტავას 67. ტელ: (+995 32) 2 14 72 70, 2 238234, 2 332419, 599 334700.

წყარო: ევროპული ცენტრი