განათლება › ტრენინგი | თბილისი

პროექტი 'ყველა განსხვავებული - ყველა ჩართული'

პროექტი 'ყველა განსხვავებული - ყველა ჩართული'
პროექტი 'ყველა განსხვავებული - ყველა ჩართული'

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ყველა განსხვავებული - ყველა ჩართული" მიმდინარეობს.

პროექტში მონაწილეობას იღებენ 6 ქვეყნის - სლოვაკეთის, თურქეთის, სომხეთის, იტალიის, ესპანეთისა და საქართველოს ახალგაზრდული მუშაკები, მასწავლებელები, ორგანიზაციის პროექტების მენეჯერები, ლიდერები, ახალგაზრდული საქმიანობით დაინტერესებული პირები.

პროექტი "ყველა განსხვავებული - ყველა ჩართული" არის პარტნიორობის შენება, გაღრმავება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის. პროექტი მოიცავს ექვს ქვეყანას: თურქეთი, იტალია, სომხეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და საქართველო.

თითოეული ქვეყანადან 4 მონაწილე (მხოლოდ საქართველო წამოადგენილი იქნება 9 მონაწილით). ცხრა დღიანი სამუშაო გარემო ხელს შეუწყობს მონაწილეებს მეტი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ ინკლუზიურ ჩართულობაზე. ძირითადი თემები განსხვავებული შესაძლებლობები იქნება (თუმცა უმეტესად ხაზგასმული და გამოყოფილი იქნება აუტიზმი).

ტრენერები  მარია სტუბნოვა (სლოვაკეთი) და ფატი მუმლაძე (საქართველო) გაუძღვებიან პროექტის პროგრამულ ნაწილს. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები სასწავლო ვიზიტებს განახორციელებენ ორანიზაციებში, რომლებიც მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობენ. პროექტის განმავლობაში მონაწილეები ტურისტული ვიზიტით ეწვევიან საქართველოს ძველ დედაქალქს მცხეთას და ჯვრის კომპლექსს.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ვიდეო