განათლება › ტრენინგი | თბილისი

ტრენინგი 'ემოციური ინტელექტის განვითარება და ლიდერობა'

ტრენინგი 'ემოციური ინტელექტის განვითარება და ლიდერობა'
ტრენინგი 'ემოციური ინტელექტის განვითარება და ლიდერობა'

ISB წარმოგიდგენთ ინტენსიურ ტრენინგს "ემოციური ინტელექტის განვითარება და ლიდერობა".

ტრენინგი სერთიფიცირებულია ბრიტანული საკონსულტაციო ცენტრის "როშე მარტინი" - ს (RocheMartin) მიერ.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს მონაწილეთათვის ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპონენტების გაცნობა, თვითშეფასების განხორციელება და ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობის განსაზღვრა.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ემოციური ინტელექტის როლი ლიდერობაში
  • ემოციური ინტელექტის შემადგენელი კომპონენტების მიმოხილვა ემოციური ინტელექტის შემადგენელი კომპონენტების განვითარების შესაძლებლობების გზები
  • განვითარების ინდივიდუალური გეგმის ჩამოყალიბება

რატომ დაინტერესდებით აღნიშნული ტრენინგით?

ემოციები ლიდერობისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ქმნის ძლიერ ურთიერთკავშირს თანამშრომლებთან, კლიენტებთან და სხვა ორგანიზაციებთან. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერებს აქვთ უნარი, ჩაწვდნენ თანამშრომელთა გრძნობებს სამუშაოს გარემოს შესახებ, მოახდინონ პრობლემების პრევენცია, მართონ თავისი ემოციები და მოიპოვონ თანამშრომელთა ნდობა. ტრენინგი აგებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდიკაზე, რომელიც მონაწილეებს ეხმარება მოვლენების ახლებურად გააზრებაში, ინსაითების აღმოჩენასა და დამატებითი შესაძლებლობების განსაზღვრაში.

რას მიიღებთ ტრენინგის შედეგად?

პროგრამის შედეგები აისახება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე. პროგრამის მონაწილეები ემოციური ინტელექტის განვითარების მეშვეობით შეძლებენ ამბიციური მიზნების დასახვას, ინოვაციების განხორციელებას და თანამშრომელთა წარმატებულ მართვას, რაც ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს. კურსი განკუთვნილია:

  • მოქმედი მენეჯერებისათვის
  • მათთვის, ვისი დაწინაურებაც დაგეგმილია უახლოეს 6 თვეში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 9 საათი (კვირაში სამჯერ სამსაათიანი სესია)

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნოთ CV 22 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: admissions@isb.ge

ავტორი: ბიზნესის საერთაშორისო სკოლა

წყარო: Knowledge is Power

ფოტო