განათლება › ტრენინგი | თბილისი

ძალადობა - ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები

ძალადობა - ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები
ძალადობა - ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი გთავაზობთ ახალ ტრენინგ - კურსს: "ძალადობა - ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები".

ტრენინგის თემატიკა:

  • ძალადობა ქართულ ტელეეკრანებზე, სატელევიზიო ძალადობა
  • მობინგი, ბულინგი - ფსიქოლოგიური ტერორი სამუშაო ადგილასა და სკოლაში
  • დანაშაულის მსხვერპლი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები და დაკითხვის ტექნიკა
  • ჯგუფური დანაშაული - მოზარდები და ძალადობრივი დინამიკა

ტრენერები:

თინათინ ხაჭვანი - საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი

ქეთევან გურაშვილი - საქართველოს პროკურატურის პროკურორი

დავით მაკარაძე - ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელი

ნინო აბაიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის დოქტორანტი

ტრენინგ კურსი განკუთვნილია სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის სტუდენტებისა და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის.

ტრენინგში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეებიც.

ტრენინგის მიზანია გააცნოს აუდიტორიას დამნაშავის ფსიქოლოგია და წინა პლანზე წამოწიოს თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ძალადობამ როგორც დამნაშავე ასევე მსხვერპლი, განხილული იქნება დღეისათვის აქტუალური ძალადობის ხერხები და რაც მთავარია ის, თუ როგორ შეიძლება მივიდეს საზოგადოება ძალადობის მაქსიმალურ პრევენციამდე. გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

მთლიანი ტრენინგ - კურსის ფასია 20 ლარი

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია: https://docs.google.com/forms/d/1O6MpxY48Yb9BIdvYCPsjQMeWHzT3ZAB6hzZU8DgeEQg/viewform

ტრენინგი იწყება ყოველ ხუთშაბათობით და მთავრდება კვირა დღეს, დაჯილდოვდებიან მონაწილეები და გადაეცემათ სერთიფიკატები.

დაწვრილებითი ინფორმაცია დარეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ პირადად. ტრენინგები ტარდება მუდმივად, სხავდასხვა ნაკადებად, სხვადასხვა მონაწილეებთან ერთად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი - YCG

http://Facebook.com/kriminologebi

ელ.ფოსტა: youngcriminologists@gmail.com

საკონტაქტო ნომერი: 557 48 32 35

დანაშაულთან ბრძოლა იწყება განათლებით.

წყარო: ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი