განათლება › ტრენინგი | თბილისი

ტრენინგ - სემინარი 'ევროპული არჩევანი'

თუ გსურს მიიღო რეალური ინფორმაცია დასავლური ინსტიტუტების შესახებ, (რა დადებითი და უარყოფითი შედეგის მომტანია ჩვენი ქვეყნისათვის დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანება, არსებობს კი ალტერნატივა ევროავშირის – დღევანდელი შექმნილი პოლიტიკური სიტუაციდან გამომდინარე). დააფიქსირო საკუთარი აზრი, ჩაება დისკუსიაში და მიიღო მონაწილეობა დებატებში. ,,ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა’’ აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად გაძლევთ უნიკალურ შანს ჩაებათ ოთხ დღიან ტრენინგ - სემინარში თემით - ,,ევროპული არჩევანი’’.

რომელსაც წარუძღვებიან:

  • თეიმურაზ ზაქრაძე
  • ნიკა ჩიტაძე
  • მუხრან ბურჭულაძე

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ,,ევროკავშირი’’ და ,,ნატო’’, აგრეთვე მომხსენებლები, პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს ინფორმაციას მიაწვდიან, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს, რომელიც განკუთვნილია საორგანიზაციო ხარჯებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი და წამახალისებელი პრიზები დებატებში გამარჯვებულ თითოეულ მონაწილეს.

თბილისი, ,,საქართველოს უნივერსიტეტი’’ 1 კორპუსი, 211 აუდიტორია.

წყარო: ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა