განათლება › ტრენინგი | თბილისი

ტრენინგი თემაზე საერთაშორისო გავლენები სისხლის სამართალზე

ტრენინგი თემაზე საერთაშორისო გავლენები სისხლის სამართალზე - სამართლის სახლი
ტრენინგი თემაზე საერთაშორისო გავლენები სისხლის სამართალზე - სამართლის სახლი

იურიდიული კომპანია სამართლის სახლის ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგი თემაზე საერთაშორისო გავლენები სისხლის სამართალზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი.

კურსს წაიყვანს სამართლის სახლის ექსპერტი, მიუნხენის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich).

ტრენინგის მიზანია პრაქტიკოსი იურისტებისათვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობა და მათი მნიშვნელობის გაანალიზება ქართული სისხლისსამართლებრივი პრაქტიკისათვის.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 17-18 მაისი (შაბ.-კვ.) - 8 აკადემიური საათი

ფასი: 50 ლარი; სტუდენტებისთვის 40 ლარი ; ELSA GEORGIA-ს წევრებისთვის 30 ლარი

რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ 2014 წლის 11 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@hol.com.ge

წყარო: სამართლის სახლი