წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

სამინისტროში საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და უნგრეთში გასამართ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის და საქართველოს ნაკრების მზადების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვებს ფედერაციის პრეზიენტმა - დავით რურუამ, წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელებმა და ეროვნული გუნდის მოთამაშეებმა უპასუხეს.შეხვედრას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.
წყალბურთელთა ნაკრები 5 ივლისს მონტენეგროში გაემგზავრება და დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გაივლის. ეროვნული გუნდი მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ კლუბ „იადრანთან", ასევე შესაძლებელია რომ ეროვნული გუნდი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მონგეტენგროში ემზადება.
საქართველოს ნაკრები მონტენეგროში 10 ივლისამდე დარჩება, 11 ივლისს კი ბუდაპეშტში გადაინაცვლებს. ნაკრების მწვრთნელებს დასკვნით შეკრებაზე და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც 14 მოთამაშე მიჰყავთ - 13 განაცხადში მოხვდება, ერთი კი თადარიგში იქნება. მწვრთნელები თავს იზღვევენ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რომელიმე მოთამაშის ტრამვის შემთხვევაში სათადარიგო მოთამაშე ტრამვირებულ წყალბურთელს ჩაანაცვლებს.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები:
ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე), ბექა კაპანაძე (მეკარე), ბექა ქავთარაძე, ზურაბ რურუა (კაპიტანი), მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ალექსანდრე რუსიშვილი, ანდრია ბითაძე (სათადარიგო)
- მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე
- მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი
- მეკარეთა მწვრთნელი: გელა ტუკვაძე
- მწვრთნელი ასისტენტი: გალაქტიონ ლაითაძე
- ფიზიოთერაპევტი: მიხეილ აბრამიშვილი
- ნაკრების მენეჯერი: დაჩი გელაძე
- დელეგაციის ხელმძღვანელი: ლევან ბერიშვილი
A ჯგუფი:
- მონტენეგრო
- იტალია
- საბერძნეთი
- რუმინეთი
- რუსეთი
- საქართველო
B ჯგუფი:
- სერბეთი
- უნგრეთი
- გერმანია
- ხორვატია
- საფრანგეთი
- ესპანეთი
A ჯგუფის კალენდარი
14 ივლისი
- რუმინეთი - საქართველო 15:00 საათი (თბილისის დროით)
- ჩერნოგორია - საბერძნეთი
- იტალია - რუსეთი
15 ივლისი
- საქართველო - საბერძნეთი (13:30 საათი)
- რუსეთი - ჩერნოგორია
- რუმინეთი - იტალია
17 ივლისი
- საბერძნეთი - რუსეთი
- იტალია - საქართველო (13:30 საათი)
- ჩერნოგორია - რუმინეთი
19 ივლისი
- საქართველო - რუსეთი (15:00 საათი)
- რუმინეთი - საბერძნეთი
- იტალია - ჩერნოგორია
21 ივლისი
- რუსეთი - რუმინეთი
- საბერძნეთი - იტალია
- ჩერნოგორია - საქართველო (13:30 საათი)