წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობს
წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობს
უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და საბერძნეთის გუნდთან 6:15 დამარცხდა. 16 ივლისი ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა, 17--ში კი ქართველი წყალბურთელები იტალიას ეთამაშებიან. ლევან ყიფიანი:"გუნდები, რომლებიც ჩემპიონატში მონაწილეობენ ჩვენი ნაკრების პროგრესს ცალსახად აღნიშნავენ."