ტურიზმი | თბილისი

"ექსპო ჯორჯიას" საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

მე–11 საგამოფენო პავილონში (წერეთლის 118) ჩატარდება მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა.

გამოფენის ორგანზიატორია საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია", მხარდამჭერი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, რესტორნები, სადაზღვევო კომპანიები, გამომცემლობები, ტურისტული ასოციაციები და სხვა.

გამოფენა დაგეგმილია როგორც ინფორმაციული, გასართობი, საგაზაფხულო ღონისძიება.

მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ ნახონ მიზნობრივი სეგმენტი და ფასდაკლებით გაყიდონ ტურისტული პროდუქტები საქართველოში და საზღვარგარეთ დასასვენებლად.

გამოფენის ფარგლებში ტარდება საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მესამე საერთაშორისო გამოფენა Caucasus MICE 2014.

სამუშაო საათები:

  • 11-12 აპრილი - 11:00-18:00
  • 13 აპრილი - 11:00 - 16:00

წყარო: Caucasus Tourism Fair