ტურიზმი | საქართველო

მოლაშქრეთა ფესტივალი 'ტობა'

მოლაშქრეთა ფესტივალი 'ტობა'
მოლაშქრეთა ფესტივალი 'ტობა'

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია გეპატიჟებათ მოლაშქრეთა ფესტივალზე: "ტობა" 2014.

ტრადიციულად ეგრისის ქედზე გაიმართება "ტობა" ვარჩხილის ტბათა სისტემის მიმდებარედ.

ფესტივალი "ტობა" 5 დღე გაგრძელდება და დატვირთული იქნება მრავალი შემეცნებით - გასართობი ღონისძიებით.

მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებითა და გზამკვლევის მომსახურებით.

ფესტივალ "ტობა" - ში მონაწილეობის მიღება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მონაწილეობა მიუღია ან ფესტივალამდე მიიღებს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ან ფედერაციაში შემავალი რომელიმე პროფესიონალი მოლაშქრეთა კლუბის მიერ ორგანიზებულ 3 რთული კატეგორიის ლაშქრობაში.

ფესტივალის მიზანი ეგრისის ქედის ტურისტული მარშრუტების და ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაციაა.

ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 100 ადამიანს.

დამატებით ინფორმაციას დროთა განმავლობაში მოგაწვდით.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 701 175 შაკა, 558 044 055 ხვლიკი.

წყარო: მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია