ხუთდღიანი ტური კაბადოკიაში
"მსოფლიოს გარშემო" გთავაზობთ ხუთდღიან ტურს კაბადოკიაში.
პროგრამა:
- 1 დღე
გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით, საბაჟო პროცდურების გავლა, ღამისთევა ერზინჯანში.
- 2 დღე
საუზმე და გამგზავრება კაბადოკიის მიმართულებით, ჩასვლა კაბადოკიაში, დასვენების შემდეგ ექსკურსიები: გორემე, ზელვე, უჩისარი, ურღუპი.
ღამისთევა სასტუმროში. ვახშამი.
- 3 დღე
საუზმე სასტუმროში
ექსკურსიები: იხლარას ხეობა, მიწისქვეშა ქალაქი ,,კაიმაკლი“, ავანოსი,ჩავუშინ-პაშაბაგი; დერბეტი.
ღამისთევა სასტუმროში. ვახშამი.
- 4 დღე
საუზმე სასტუმროში.
გიუზელრუთი - ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის, სადაც მსახურება გრძელდებოდა 1924 წლამდე; ყველაზე გრძელი სამონასტრო კომპლექსი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, საცხოვრებელი ოთახებით, სატრაპეზოებით, კელიებით, მიწისქვეშა მცირე საცხოვრებლებით. კომპლექსის სიგრძეა 4 კმ. გამომგზავრება ტრაპიზონში. ვახშამი გზად და ღამისთევა სასტუმროში.
- 5 დღე
საუზმე სასტუმროში, სუმელას მონასტერი, მცირე აია - სოფიას ტაძარი.
გამომგზავრება. სასაზღვრო პროცდურები სარფში, ვახშამი ბათუმის ბულვარზე.
თბილისში დაბრუნება.
საგზურის ღირებულება: 600 ლარი.
ფასში შედის: დაზღვევა, ტრანსპორტირება ტურის განმავლობაში, სასტუმრო ერზინჯანში, კაბადოკიაში, ტრაპიზონში, ორჯერადი კვება, ქართულენოვანი გიდის მომსახურება, ბილეთები და მოსაკრებლები.
ტელ: 2 30 73 63 ; 593 52 73 53 ; 551 60 08 44
წყარო: მსოფლიოს გარშემო