ტურიზმი | სამეგრელო

ორდღიანი ტური სამეგრელოში

ორდღიანი ტური სამეგრელოში
ორდღიანი ტური სამეგრელოში

კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი გთავაზობთ ჯგუფურ ორდღიან ტურს სამეგრელოში.

1 დღე

წახემსება რიკოთის უღელტეხილზე. ჩავალთ ქალაქ ფოთში და ვეწვევით კოლხეთის ულამაზეს პარკს.
დასასვენებელი ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში, კოლხეთის ჭაობები, რომლებიც თავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი.
გამგზავრება ზუგდიდში.
დადიანების სასახლე, ბაღი, მუზეუმი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი, ბოტანიკური ბაღი.
ვახშამი (მეგრული სამზარეულო) და ღამისთევა ზუგდიდში - საოჯახო სასტუმრო.

2 დღე

საუზმე სასტუმროში, ნოქალაქევის არქეოპოლისი - ციხეგოჯი (ძველი კოლხეთის დედაქალაქი), მარტვილის მონასტერი, დადიანების სასახლე სალხინოში (დადიანების საზაფხულო რეზიდენცია), დადიანების საბანაო და გოჭკადილის კანიონი, (ნავებით გასეირნება).
ვახშამი გზად, დაბრუნება დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით თბილისში.

ტურის ღირებულება: 170 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, განთავსება საოჯახო სასტუმროში, ორჯერადი კვება, ნავებით კანიონებში და ნაკრძალში გასეირნების საფასური; მუზეუმში და ნაკრძალში შესასვლელი ბილეთები.

გამგზავრება: რესპუბლიკის მოედნიდან.

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: ტელ: 2 307363 , 593 527353.

წყარო: კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი