ტურიზმი | საქართველო

ტური 'ხევიდან - ხევსურეთში, ჭიუხები'

ტური 'ხევიდან - ხევსურეთში, ჭიუხები'
ტური 'ხევიდან - ხევსურეთში, ჭიუხები'

 მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ორდღიან მართლაც და დაუვიწყარ ლაშრობას ხევიდან ხევსურეთში. ჭიუხების უღელტეხილი. (3100 დაახ. ზღვ. დონიდან)

ფასი: კაცზე 35 ლარი.

ფასში შედის: ტრანსპორტირება.

საკვები მოგვაქვს სახლიდან ვისაც რა გვსურს, ხოლო კვირას სახლში დაბრუნებისას ყველას სურვილი თუ იქნება შევალთ ფშავის სახინკლეში და დამატებელი თანხა იქნება 5 ლარი.

მარშუტის დასახელება: თბილისი - არშა - სნო - ჯუთა - ჭაუხები - აბუდელაურის ტბები - როშკა - კორშა - თბილისი.

საშუალო სირთულე: რთული

სანახავი ადგილები: სოფელი ჯუთა, ჭიუხები, ხედი ჭიუხებიდან სამივე ტბაზე, თეთრი, ლურჯი, მწვანე აბუდელაურის ფერადი ტბები, სოფელი როშკა.

გასავლელი მანძილი: ჯუთა - აბუდელაურის ტბები 16 კმ, აბუდელაურის ტბები - როშკა 6კმ.

ამინდი: შედგება ყველანაირ ამინდში.

რა წავიღოთ?
აუცილებლად: კარავი (თუ გაქვთ, თუ არადა ვიშოვით), საძილე ტომარა, და ქცვეშსაგები, ე.წ "პარალონი", საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები, არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ფანარი.
სასურველია: პირადი აფთიაქი, ქუდი, სათვალე.

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ - ნაბახუსევ მდგომარეობაში, არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას, საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა), არ ვყრით ნაგავს, არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები (არც გარეული), არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, არ ვბილწსიტყავობთ, არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება - სურვილით, არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად", ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად, ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს, არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე, ვემორჩილებით ორგანიზატორს.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას - ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება ბანაკიდან და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა.

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე.

საკონტაქტო ნიმერი: 593 22 57 20.

შეხვედრის ადგილი: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ.

წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"