ტურიზმი | სამცხე-ჯავახეთი

მოლოცვითი ტური ჯაყისმანში

მოლოცვითი ტური ჯაყისმანში
მოლოცვითი ტური ჯაყისმანში

საქველმოქმედო ტურები აწყობს მოლოცვითი ტურს ჯაყისმანში.

გზად მოვილოცავთ ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს(X ს.), შემდეგ გადავალთ საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ვნახავთ გრიბოედოვის ხიდს, დავტკბებით ულამაზესი ბუნებით, გადავიღებთ ფოტოებს, 1 საათიანი ექსტრემალური მგზავრობის შემდეგ მივალთ ჯაყისმანის მონასტერში.

აქვე,ბუნებაში გვექნება სადილი (ყველას მოგვაქვს ცოტ-ცოტა საკვები და ბუნებაში ვშლით ერთიან სუფრას).

ფასი 33 ლარი (ღირებულებაში შედის მგზავრობა ვალემდე კომფორტული მიკროავტობუსით და ვალედან ჯაყისმანამდე სატვირთო ავტომანქანით, გიდი, ერთჯერადი ჭურჭელი, ყავა ტკბილეულთან ერთად)

გასვლა: სამთო ქიმიის შენობა

შენიშვნა:

  1. აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობები.
  2. მგზავრობის პირობებიდან გამომდინარე, გოგონები შეგიძლიათ წამოხვიდეთ შარვლებით, ოღონდ აუცილებლად წამოიღეთ კაბები ან შარფები

558 000 579 - წამოსვლის მსურველები დაგვიკავშირით, ან მოგვწერეთ ფეისბუქში

წყარო: საქველმოქმედო ტურები

ფოტო

მომლოცველები ადიან ჯაყისმანში
მომლოცველები ადიან ჯაყისმანში
ჯაყისმანის მამათა მონასტერი
ჯაყისმანის მამათა მონასტერი
ჯაყისმანის მამათა მონასტერი
ჯაყისმანის მამათა მონასტერი