ტურიზმი | საქართველო

ლაშქრობა ისტორიულ ტაო - კლარჯეთში

ლაშქრობა ისტორიულ ტაო - კლარჯეთში
ლაშქრობა ისტორიულ ტაო - კლარჯეთში

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მოლაშქრეთა ჯგუფის "ჩემი საქართველო აქ არის" გეპატიჟებათ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე.

გასვლა შეიცავს სალაშქრო და ალპინისტურ ელემენტებს და საკმაოდ რთულია.

ვნახავთ არა მხოლოდ ტაო - კლარჯეთის კულტურულ ძეგლებს, არამედ კაჩკარის ულამაზეს დაცულ ტერიტორიას, ტბებს და ავალთ 2 - ა კატეგორიის მწვერვალზე რომლის სიმაღლეც 3932 მეტრია.

გასვლის გეგმა:

1. დღე

გავალთ თბილისიდან დილის 6 საათზე და სარფის საბაჟოს გავლით გადავალთ თურქეთის ტერიტორიაზე. სარფიდან ჩვენს პირველ დანიშნულების პუნქტამდე დაახლოებით 120 კილომეტრია. დავბანაკდებით სოფელ კავრუნში, კაჩკარის დაცული ტერიტორიების მახლობლად.

2. დღე

ამ დღეს იწყება საშუალო სირთულის სალაშქრო ასვლა ულამაზესი ტბების მიმართულებით. დავბანაკდებით ტბების სიახლოვეს მწვერვალის ძირში.

3. დღე

ავდივართ 2 - ა კატეგორიის მწვერვალ "კაჩკარზე", რომელიც 3932 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ვეშვებით სოფელ კავრუნში და ვბანაკდებით.

4. დღე

სამთო მარშრუტით გადავდივართ იუსუფელში. ამ დღეს ვნახავთ: ხახულს, ოშკს, თორთუმის ჩანჩქერს. დავბანაკდებით ჩანჩქერის სიახლოვეს, იქ სადაც შესაძლებელი იქნება.

5. დღე

დილით ადრიანად დავიძრებით და ვნახავთ: იშხანს, კავკასიძეების ციხეს, ოთხთას, დოლისყანას, არტანუჯს,ოპიზას, ჯოჯოხეთის კანიონს. ბანაკი იქნება სადმე ჯოჯოხეთის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.

6. დღე

ვნახავთ სათლეს ციხეს, ტბეთს და ვალეს საბაჟო - გამშვები პუნქტით დავბრუნდებით საქართველოში. ფორსმაჟორის შემთხვევაში შესაძლოა გასვლა ერთი დღით გახანგრძლივდეს.

ფასი 160$.

დამატებითი ინფორმციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 69 87 58

წყარო: მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია

ფოტო

ოშკი
ოშკი
იშხანი
იშხანი
ტაო - კლარჯეთი
ტაო - კლარჯეთი