ტური 'გურგენიანის ჩანჩქერი'

მოლაშქრეთა კლუბი "იეტი" გეპატიჟებათ გურგენიანის ჩანჩქერის დასალაშქრად.
ლაშქრობა იქნება საშუალო სირთულის. გასავლელი მანძილი არის 14 კმ.
ლაშქრობის ღირებულება: 25 ლარი.
ფასში შევა ტრანსპორტირება და გამყოლის მომსახურება.
ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად. მდინარის ხმაური, პატარ - პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ - ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 598 874 574 ბაჩი
წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "იეტი"