ტურიზმი | საქართველო

ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა

ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა
ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა

აღდგენილი საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ყოველ წელს იწყება მოგზაურობა, რომელსაც წმინდა ნინოს გზას ეძახიან.

მომლოცველები 42 დღის მანძილზე ფეხით მოგზაურობენ მტკვრის ხეობაში და გზის დასასრულს, ანუ 42 - ე დღეს, პერტრე - პავლობის დღესასწაულს ხვდებიან მცხეთაში.

წელს ეს ოცდამეხუთე გზა იქნება.

თქვენ გეძლევათ საშუალება, მიიღოთ მონაწილეობა წმ. ნინოს გზის გაცილებაში, მოილოცოთ ფოკის დედათა და მამათა მონასტრები, საღამოს დედათა მონასტერი და ახლად აღდგენილი ტაძარი, კუმურდოს X საუკუნის საკათედრო ტაძარი.

თბილისიდან გავემგზავრებით დილით ადრე წალკის გზით.

პირველი გაჩერება იქნება ფოკაში, სადაც დავესწრებით წირვას, რომელიც ჩატარდება ფარავანის ტბის პირას მდგარ ღია სატრაპეზოში. წირვის მდეგ მოვილოცავთ ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერს,სადაც საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ფოკელი მონაზვნების მიერ დამზადებული ყველი, ტკბილეული და საფირმო ქონდრის არაყი. ამის შემდეგ გავემგზავრებით სოფ. საღამოში, რომელიც საღამოს ტბის პირასაა და მოვილოცავთ წმ. თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერს.

ახალქლაქში მოვინახულებთ მაცხოვრის ტურინის სუდარის ზუსტ ასლს, რომელიც საქართველოში ერთადერთია და ვნახავთ ეკვდერის უნიკალურ ხატწერას, რომელიც ენკაუსტიკის, ანუ სანთლის ხატვის ტექნოლოგიითაა შესრულებული. ამ ხატწერას, მსოფლიოს მაშტაბით, ანალოგი არ გააჩნია.

მომდევნო გაჩერება სოფ. კუმურდო.

რა წავიღოთ:

•იმის გათვალისწინებით, რომ ტურს აქვს მომლოცველობითი დანიშნულება, გთხოვთ თან იქონიოთ ტაძრის შესაბამისი სამოსი

• თან იქონიოთ ქუდი, თავსაფარი, მზისგან დამცავი კრემი.

• ფეხზე ჩაიცვით დაბალძირიანი, სპორტული მოსახერხებელი ფეხსაცმელი. ასევე, უპრიანი იქნება, თუ თან იქონიებთ საწვიმარს.

შეკრების ადგილი: რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედთან.

ტურის ღირებულება: 45 ლარი.

ღირებულებაში შედის:

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით, ლანჩი, გიდის მომსახურება.

დაგვიკავშირდით ნომერზე: 2307363; 593 527353.

წყარო: კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი

ფოტო

ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა
ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა
ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა
ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა
ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა
ნინოობა ჯავახეთში, ერთდღიან მოგზაურობა