ტურიზმი | თბილისი

ორდღიანი ტური ხევსურეთში

ორდღიანი ტური ხევსურეთში
ორდღიანი ტური ხევსურეთში

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ორდღიან ტურს ხევსურეთში.

ტურის ღირებულება: 40 ლარი.

ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას, გამყოლის მომსახურებას.

მოვინახულებთ:

პირაქეთა: კოპალას ნიში (დიაცნი არ დაიშვებიან ამ უკანასკნელზე), ეთნომუზეუმი კორშაში (სურვილისამებერ), სოფ: ბისო, სოფ: გუდანი, დათვიჯვრის უღელტეხილი.

პირიქითა: ლებაისკარის კოშკი, კისტანი, შატილი - მუცო - არდოტი - ანატორის აკლდამები, ლურჯი მთები, გუროს ნაწვეთრები, ქაჩუს ციხე.

ფეხით გასავლელი მანძილი : მაქსიმუმ 2 - 3 კმ, საშუალო სირთულე: მარტივი.

ტური შედგება მიუხედავად ამინდისა.

რა წავიღოთ?

ერთი დღის სამყოფი საკვები, კარავი , საძილე ტომარა, პარალონი, ე.წ ქვეშსაგები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდა. რაიმე თბილი, ფანარი, და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი. არაერთჯერადი პირადი მოხმარების ჭურჭელი და "ვოტკა" (მინიმუმ ნახევარი ლიტრი ყველამ).

რა ჩავიცვათ: თავისუფლად, სპორტულად.

რისკები: არანაირი.

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ, ნაბახუსევ მდგომარეობაში, არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას, მარშირებისას, საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა), არ ვყრით ნაგავს, არ მოგვყავთ შინაური ცხოველები - ფრინველები (არც გარეული), არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, არ ვბილწსიტყავობთ, არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება - სურვილით, არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად".

ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად.

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე.

შეხვედრის დრო და ადგილი: რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლთან.

დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 22 57 20.

წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"