ტური ჯავახეთში

საქველმოქმედო ტურები გთავაზობთ ტურს ჯავახეთში მოსალოცად.
ტურს დავიწყებთ ბერთას მამათა მონასტრით, სადაც საკურთხევლიდან გამოედინება წყალი ბინადრობენ სასწაულმოქმედი კალმახები და არაერთი კურნება აღსრულებულა; შემდეგ მოვილოცავთ ფოკის დედათა და მამათა მონასტრებს, ფოტოების გადასაღებად შევჩერდებით ფარავნის ტბასთან, საღამოს ტბის გავლით გავემართებით ვარძიისკენ, სადაც გვექნება პიკნიკი, შემდეგ დავათვალიერებთ ციხექალაქ ვარძიას და ბოლოს ავალთ ვანის ქვაბებში, სადაც მამათა მონასტერია.
დაბრუნებისას ვნახავთ ასევე ხერთვისის და თმოგვის ციხეებს.
ტურის ღირებულება: 25 + 2 ლარი.
ღირებულებაში შედის მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით, გიდის მომსახურება, ვარძიაში შესასვლელი ბილეთი, ერთჯერადი თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და ყავა ტკბილეულთან ერთად.
კვება ინდივიდუალურია.
გასვლა: დიდუბე, სამთო ქიმიის შენობის მიმდებრე ტერიტორია.
სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 595 909 942; 593 44 11 51 ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.
წყარო: საქველმოქმედო ტურები