ტურიზმი | ბათუმი

10 ახალი ავიარესი უკრაინის 3 ქალაქიდან

10 ახალი ავიარესი უკრაინის 3 ქალაქიდან
10 ახალი ავიარესი უკრაინის 3 ქალაქიდან

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ბათუმის მიმართულებით კიევიდან, ლვოვიდან და ხარკოვიდან პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებს.
კიევიდან ბათუმის მიმართულებით რეისები ყოველდღიურად შესრულდება. ხარკოვიდან ავიაკომპანია რეისს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. ლვოვი–ბათუმის რეისი კი შაბათობით შესრულდება. უკრაინული ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს “Boeing-737“ ტიპის ლაინერი შეასრულებს. თვითმფრინავი მგზავრებს როგორც ბიზნეს ასევე ეკონომკლასის მომსახურეობას სთავაზობს.
კიევი–ბათუმის რეისზე ორივე მიმართულებით, ეკონომკლასის ბილეთის ფასი 2370 უკრაინული გრივნიდან დაიწყება (დაახლოებით 350 ლარი)
ლვოვი–ბათუმი და ხარკოვი–ბათუმის რეისებზე კი ორივე მიმართულებით ეკონომკლასის ბილეთის ფასი 2783 უკრაინული გრივნიდან დაიწყება (დაახლოებით 400 ლარი) თითო რეისით დაახლოებით 130 მგზავრის გადაყვანა მოხდება.

ზაფხულის სეზონისათვის პირდაპირი ავიარეისების დასანიშნად „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ გარდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ავიაკომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ამჟამად უკრაინის ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით არცერთი რეგულარული ავიარეისი სრულდება.
გასულ წელს უკრაინიდან საქართველოს 126 797 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, მატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 66%–ია. წელს საქართველო დაახლოებით 250 ათას უკრაინელ ვიზიტორს ელოდება.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია