ტურიზმი | დუშეთი

აბუდელაურები განმეორებით (ხევსურეთი)

აბუდელაურები განმეორებით (ხევსურეთი)
აბუდელაურები განმეორებით (ხევსურეთი)

მოგზაურთა კლუბი აწყობს განმეორებით ტურს - აბუდელაურები (ხევსურეთი)

შეკრების ადგილი: სამთო ქიმია

ტურის ხანგრძლივობა: ერთი დღე

ტევადობა მინიბუსში: 15 კაცი

სრული მარშუტი: თბილისი-სოფელი როშკა -აბუდელაურები-როშკა-თბილისი

ტურის ღირებულება: 30 ლარი

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება სოფელ როშკამდე და უკან ,გამყოლი

ფეხით გასავლელი მანძილი 15 კილომეტრი

სირთულე: როშკიდან ლურ და მწვანე ტბამდე მარტივი. აქედან თეთრ ტბამდე რთული

სანახავი ობიექტები:
როშკის ლოდები (ცნობილია როგორც ბუნების ძეგლი)
აბუდელაურის სამივე ტბა (მწვანე-ლურჯი-თეთრი)
ჭაუხების მასივი

პირობები ფიჭური გაბმულობისთის :
როშკის იქეთ აღარ იჭერს

წყალი: იქნება ყველგან

ამინდი:
შედგება ყველანაირ ამინდში

რისკები/საფრთხეები :
მზე
მაღალი მთა
გულის ფრიალი სიხარულისგან
სტენდალის სინდრომი

რა ჩავიცვათ ?
სალაშქრო ფეხსაცმელი, ბოტასი ან კედი
იქონიეთ კეპი მზისგან დასაცავად, ( უკეთესია თუ ხორცს სრულიად დაფარავთ ან გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი )

რა წავიღოთ ? გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები, ტანსაცმელი, თბილის მოსაცმელი.
საწვიმარი ,მზის სათვალე
ერთი დღის სამყოფი საკვები ( გაითვალისწინეთ საკვების ტარება მოგვიწევს ჩანთით)

გასათვალისწინებელი პირობები: !
ისინი ვისაც გაუჭირდება სიარული პირველ ორ ტბამდე ვერ ავლენ მესამე ტბაზე !
დაუშვებელია :გამყოლის უგულვებელყოფა და ურჩობა
მარშირებისას ალკოჰოლის მიღება
დაუშვებელია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა (იქვე დაგტოვებთ)
ვიკვებებით ერთად, ან არ ვჭამთ საერთოდ ( გარდა იმ შემთხვევისა თუ ვინმე შეუძლოთ გახდა)
არ ვბილწ სიტყვაობთ
აუცილებლად მომწერეთ თუ ვინმეს გაწუხებთ ალერგია ან ქრონიკულად რაიმედაავადება !
წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი პასუხისმგებელი არ არის

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე

საკონტაქტო პირი :
ლაშა 598 18 35 96

წყარო: მოგზაურთა კლუბი