ტური ლაგოდეხის ნაკრძალი, გურგნიანის ჩანჩქერი

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო - სათავგადასავლო ტურს.
- რეგიონი: კახეთი, ლაგოდეხის რაიონი
- მარშუტის დასახელება: გურგენიანის, იგივე ნინოგორის, იგივე ნინოს ხევის ჩანჩქერის მონახულება ლაგოდეხის ნაკრძალში . შესაძლოა ირემს ან შველსაც კი გადავეყაროთ გზად
- ხანგრძლივობა: ერთი დღე
- სირთულე: მარტივი
- ლაშქრობის ღირებულება: 20 ლარი
- ფასი მოიცავს : ტრანსპორტირებას, გამყოლის მომსახურებას
- ფეხით გასავლელი მანძილი: მთლიანობაში დაახ. 10 კმ
- სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: თავად ჩანჩქერი და ულამაზესი ლაგოდეხის ნაკრძალის ტყე
- სასმელი წყალი მარშრუტზე: უამრავი წყარო - მთელ მანძილზე მიყვებით პატარა მდინარეს - ნინოს ხევს, რომლიც ისმევა
- საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: კარგი ფეხსაცმელი , მსუბუქი ტანსაცმელი , მზის ქუდი და სათვალე. ასევე გამოსაცვლელი ფეხსაცმელი , რადგან ქვიან ხეობას მივყვებით და მაინც გეგდოთ ერთი კეტი ჩანთაში
- რა წავიღოთ ? ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი.
- გასათვალისწინებელი პირობები: არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას / მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები (არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას / ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!
მობილური: 593 22 57 20
წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"