ტურიზმი | ყაზბეგი

ლაშქრობა ყაზბეგში - გერგეტი, ბეთლემის ქოხი (მეტეო)

ლაშქრობა ყაზბეგში - გერგეტი, ბეთლემის ქოხი (მეტეო)
ლაშქრობა ყაზბეგში - გერგეტი, ბეთლემის ქოხი (მეტეო)

27-28-29 ივნისს შეგიძლიათ შეუერთდეთ 3 დღიან გასვლას მყინვარწვერის კალთაზე. ლაშქრობა საშუალო სირთულის და მრავალფეროვანი იქნება. ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 20 კმ, ხოლო სიმაღლე ზღვის დონიდან 3653 მ. ღამეს გავათევთ სტეფანწმინდასა და ბეთლემის ქოხში (ყოფილი მეტეო სადგური)

ლაშქრობის განმავლობაში მოვინახულებთ ყაზბეგის ულამაზეს ბუნებას, კურორტ სტეფანწმინდას, გერგეტის სამების მონასტერს, საბერწეს ნიშს, ავალთ მყინვარზე მდებარე ბეთლემის ქოხში საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ჭიუხებსა და ხევზე.

ბეთლემის ქოხი საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე შენობაა. გამოიყენეთ შანსი და მოინახულეთ ეს ულამაზესი ადგილი.

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია უზრუნველყოფს თქვენს ტრანსპორტირებას, გზამკვლევის მომსახურებას, მოგამარაგებთ სალაშქრო აღჭურვილობით. ფასში შედის ბეთლემის ქოხში ღამისთევის საფასურიც.

ლაშქრობის ღირებულება 80 ლარი

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

558 044 055 გიორგი

წყარო: მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია

ფოტო

ლაშქრობა ყაზბეგში
ლაშქრობა ყაზბეგში
ლაშქრობა ყაზბეგში
ლაშქრობა ყაზბეგში
ლაშქრობა ყაზბეგში
ლაშქრობა ყაზბეგში