სამდღიანი ლაშქრობას შავი კლდეების ტბაზე

მოგზაურთა კლუბი გთავაზობთ სამდღიან ლაშქრობას შავი კლდეების ტბაზე "ლაგოდეხის ნაკრძალი. ბილიკი IV"
ტურის ღირებულება 60 ლარი.
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა თბილისიდან ლაგოდეხამდე
- გამყოლის მომსახურება.
- მეტეოზე საბანაკე ადგილის ღირებულება
- მგზავრობა ლაგოდეხიდან თბილისამდე
სრული მარშუტი:
- I - დღე: გამგზავრება თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით ნაკრძალში რეგისტრაციის გავლა მეტეოზე ასვლა და დაბანაკება
- II - დღე: დილით ადრე გასვლა შავიკლდეების ტბის მიმართულებით და საღამოს უკან დაბრუნება
- III - დღე მეტეოდან ნაკრძლისკენ წამოსვლა და თბილისში დაბრუნება
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 50 კილომეტრი, ნაკრძალიდან მეტეომდე 12 კმ, მეტეოდან ტბამდე 13 კმ, ტბიდან მეტეომდე ასევე 13 კმ, მეტეოდან ნაკრძალამდე 12 კმ.
პირობები ფიჭური გაბმულობისთის :
ნაკრძალში იჭერს, მეტეოზე აქა - იქ , მეტეოს იქეთ არა
წყალი: ნაკრძალში შევავსებთ შემდეგ მეტეომდე აღარ იქნება
რისკები / საფრთხეები :
მზე, დამწვრობა, მაღალი მთა,გულის ფრიალი სიხარულისგან, სტენდალის სინდრომი.
რა ჩავიცვათ ?
სალაშქრო ფეხსაცმელი, იქონიეთ სათვალე, კეპი მზისგან დასაცავად, ( უკეთესია თუ ხორცს სრულიად დაფარავთ ან გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი )
რა წავიღოთ ?
3 - დღის სამყოფი საკვები
აუცილებლად: კარავი - საძილე - პარალონი (თუ ვინმეს არა გაქვთ მომწერეთ )
არა - ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი
რა წავიღოთ ? გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები, თბილი მოსაცმელი, ფანარი, საწვიმარი, მზის სათვალე და კეპი აუცილებლად, ასევე პირადობის მოწმობები წამოიღეთ აუცილებლად ისე არ შეგისვებენ.
გასათვალისწინებელი პირობები:
დაუშვებელია: გამყოლის უგულვებელყოფა და ურჩობა, მარშირებისას ალკოჰოლის მიღება, დაუშვებელია შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა (იქვე დაგტოვებთ)
ვიკვებებით ერთად, ან არ ვჭამთ საერთოდ ( გარდა იმ შემთხვევისა თუ ვინმე შეუძლოთ გახდა), არ ვბილწ სიტყვაობთ.
აუცილებლად მოგწერეთ თუ ვინმეს გაწუხებთ ალერგია ან ქრონიკულად რაიმედაავადება.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე.
საკონტაქტო პირი : 598 18 35 96 - ლაშა.
წყარო: მოგზაურთა კლუბი