ტურიზმი | თბილისი

მეიდან ბაზარის გახსნა - გორგასლის მოედანს ისტორიულ-სავაჭრო დანიშნულება უბრუნდება

'ახალი გზის' წარმომადგენლებთან ერთად გიორგი სიგუა მეიდან ბაზარს გახსნის
'ახალი გზის' წარმომადგენლებთან ერთად გიორგი სიგუა მეიდან ბაზარს გახსნის

გორგასლის მოედანს ისტორიულ-სავაჭრო დანიშნულება უბრუნდება. ძველი თბილისის შუაგულში, გორგასლის მოედანზე, გვირაბში მეიდან-ბაზარი იხსნება, სადაც ქართული ნაწარმის, ღვინის, მრეწველობის, ხალხური ნაკეთობების, სამუზეუმო ასლების, სასაჩუქრე და სასუვენირო ნივთების, ქართული სამოსელის, მინანქრის, ქართული თიხის, ანტიკვარის, ძველებური ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა . ბაზარში მოწყობილია ქართული ღვინის, ყველის და სხვა ქართული ნაწარმის სადეგუსტაციო დარბაზი. პროექტი კომპანია "ახალმა გზამ" განახორციელა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ,
მეიდან ბაზრის ადგილი და მდებარეობა ხელს შეუწყობს ქართული ნაწარმის მიმართ როგორც ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას, ასევე თქვენი პროდუქციის გაყიდვების გაზრდას როგორც ჩვენი ქალაქის სტუმრებსა და დამთვალიერებლებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში.

კომპანია „ახალი გზა“ ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს გთავაზობთ „მეიდან ბაზარში“ ადგილსა და სტენდებს მათი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვისთვის სთავაზობს.
გვირაბის ჩასასვლელში მოეწყობა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი სადაც ნებისმიერი ვიზიტორი მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებს.
მეიდან ბაზარს კომპანია "ახალი გზის" წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა გახსნის.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

მეიდან ბაზარი

ისტორიულად თბილისი და მისი ეს უბანი მეიდანი იყო ძველი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ხოლო დღეს ის წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მაგისტრალს. მეიდანი არის უძველესი უბნის, „კალას“, ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი. ვ. ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაზე ეს ადგილი აღნიშნულია, როგორც ციხის მოედანი.

ქართველი მეფეები სასახლეს სწორედ აქ, კალაში მართვადნენ. აქვე სახლობდნენ დიდებულები. საპატრიარქოც აქ განლაგდა. ამავე უბანში იყო სამეფო სამთავრობო დაწესებულებები, ეკლესიათა დიდი ნაწილი, დუქან-სახელოსნოთა რიგები და ქარვასლები.

ქვემო უბნის ცენტრი ციხის მოედანი, იგივე ქვემო მოედანი იყო. (გვიან შაითან-ბაზარი, მეიდანი, ახლა გორგასლის მოედანი) – „საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც იყო და ბაზარიც“ (ჟან შარდენი)

„მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, როგორც აქ... თქვენ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებს და ევროპელებს“ (ჟან შარდენი)

სწორედ დღევანდელ მეიდანზე შემოდიოდნენ სავაჭრო ქარავდები აღმოსავლეთიდან. მტკვარი ყველაზე იოლად გადასალახი იყო დღევანდელი მეტეხის ციხესთან და აქ იყო ხიდი, რომლის გავლითაც აბანოს კარით ქარავნები მეიდნისა და ქარავანსარაიების - ქარვასლების - გავლით მიემართებოდნენ დასავლეთისკენ.

ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მეიდანი არის კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი ბიზნეს ცენტრის ადგილი.

მოყოლებული IV-V საუკუნეებიდან დღემდე, სწორედ აქ იყრიდნენ თავს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები. მეიდანზე განვითარებული იყო და ტრადიციულად განვითარებულია სხვადასხვა ტიპის საქმიანობა. ვაჭრებისა და ხელოსნების საქმიანობიდან გამომდინარე მთელი კვარტლები იღებდნენ სახელწოდებებს, ეს დასახელებები დღემდე არის შემორჩენილი: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და სხვა.

თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი, მჭიდროდ დასახლებული და ხალხმრავალი ქალაქი იყო.

თბილისი ევროპელთათვის მუდამ აღმოსავლეთი იყო, აზიელთათვის - დასავლეთი.

მეიდან ჯგუფის საქმიანობისათვის შერჩეული ტერიტორიები ხასიათდება ძველი თბილისის ეკლექტიკური სტილით და მკვეთრი კონტრასტულობით, ყოველი ადგილი მოგვითხრობს ისტორიას და გარშემორტყმულია თანამედროვეობით გაცოცხლებული ძველი თბილისის ტრადიციებით.

წყარო: მეიდან ბაზარი

ფოტო

მეიდან ბაზარი
მეიდან ბაზარი
მეიდან ბაზარი
მეიდან ბაზარი
მეიდან ბაზარი
მეიდან ბაზარი

ვიდეო