ტური - მარტვილის მონასტერი, დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონები

"თანამგზავრი" გთავაზობთ ტურს - მარტვილის მონასტერი, დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონები.
მონასტერი ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ მარტვილში.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები.
მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე - პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
ტურის ღირებულება შეადგენს 40 ლარს. ღირებულებაში შედის: მგზავრობა, გიდი, მუზეუმის მოსაკრებელი, ნავების დაქირავება, ასევე ყავა და ტკბილეული.
საკვები არ შედის ღირებულებაში, მოგვაქვს ინდივიდუალურად.
გასვლის ადგილი : რედისონის მიმდებარე ტერიტორია: ,,ველოსიპედის'' მონუმენტი.
წყარო: თანამგზავრი