ტურიზმი | ხარაგაული

ორდღიანი ტური ნუნისში

ორდღიანი ტური ნუნისში. ტურის ღირებულება 25 ლარი. ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გამყოლის მომსახურება აღჭურვილობა (კარავი, საძილე, პარალონი) ვისაც არ აქვს.

მანძილი თბილისიდან ნუნისამდე 165 კმ. ფეხით გასავლელი მანძილი 5-6 კმ.

სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

  • სურამის ციხე XII-XIII საუკუნე
  • სურამის კვირაცხოვლის ეკლესია
  • კურორტი ნუნისი
  • ნუნისის ღვთისშობლის ეკლესია
  • ნუნისის პატარა ჩანჩქერი
  • ნუნისის სამკურნალო წყალი, როგორც დასალევი, ასევე აბაზანები
  • გასეირნება საბაგიროთი ულამაზესი ხედებით (სურვილისამებრ)
  • მისტიური გამოქვაბული ტყის სიღრმეში
  • ულამაზესი ტყე და ხედები

საჭირო ნივთები: კარავი, საძილე , პარალონი. ორი დღის სამყოფი საკვები და წყალი. ფანარი, მზისგან დამცავი ქუდი და სათვალე. საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წინდები.

შეკრების ადგილი: მეტრო რუსთაველი, ველოსიპედის ძეგლთან.

წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"