ტურიზმი | ყაზბეგი

ერთდღიანი ტური დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგი)

დილიდან გავემგზავრებით დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მიმართულებით. გზად მოვინახულბეთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც მდინარე არაგვის პირასაა აღმართული.

გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.) და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). საქართველოს სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.

შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს. შემდეგ გავუყვებით თვალწარმტაც ხეობაში შემავალ ბილიკს რომელიც მდინარის პირას მიუყვება და მივადგებით ულამაზეს გველეთის ჩანჩქერს, რომელიც ორ საფეხურად გადმოსჩქეფს, ზემოდან კი სადარაჯო კოშკის ნანგრევები გადმოჰყურებს. (საფეხმავლო მარშრუტი 30 წუთი).

აქვე გვექნება პიკნიკი.

უკან დაბრუნებისას დავათვალიერებთ სოფელ სნოში, მდინარის პირას კლდოვან გორაკზე აღმართულ სნოს ციხეს (XVIს.) და ახლად აშენებულ ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარს.

ტურის ღირებულებაა: 20 ლარი.

ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გამყოლის მომსახურება, ადგილი მინიბუსში (25 კაცი/ქალი).

შეკრების დრო და ადგილი: რედისონი, ველოსიპედის ძეგლი, დილის 07:30 საათზე.

წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"