ტურიზმი | საქართველო

წელს საქართველო 6 მილიონამდე უცხოელ ტურისტს ელოდება

წელს საქართველო 6 მილიონამდე უცხოელ ტურისტს ელოდება
წელს საქართველო 6 მილიონამდე უცხოელ ტურისტს ელოდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა მიმდინარე წელს საქართველოში დაახლოებით 6 მილიონ უცხოელ ტურისტს ელოდება.

"შარშან ჩვენ ვიყავით პირველ ადგილზე ევროპაში ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. წელს ჩვენ ვვარაუდობთ, დაახლოებით 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის შემოსვლას საქართველოში. შარშან კი 5 მილიონ 400 ათასი იყო, ხოლო შარშანწინ 4 მილიონ 400 ათასი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად ჩვენ გვექნება გზატკეცილებზე მოსასვენებელი არეები, სადაც იქნება როგორც საპირფარეშო, ისე უფასო და ხელმისაწვდომი ვაიფაი, სუვენირების მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი ასეთი მცირე ობიექტი ამ კვირებში პატარძეულში გაიხსნება, ხოლო შედარებით დიდი ობიექტი დუშეთის გზატკეცილზე მოეწყობა.

რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. შეხვედრას გიორგი სიგუა დაესწრო. რუსეთიდან საქართველოს 12 კაციანი ჯგუფი სტუმრობს. სტუმრები საქართველოს კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს დაათვალიერებენ. თბილისის შემდეგ ეწვევიან მცხეთას, უფლისციხეს, ბათუმს, ქუთაისსა და წყალტუბოს.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ვიდეო