› ტურიზმი | საქართველო
ორდღიანი ტური ხევსურეთში
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია გეპატიჟებათ პირაქეთა ხევსურეთში.
თქვენ მოინახულებთ, ბარისახოს ეკლესიას, სოფლებს კორშას, როშკას, აბუდელაურის სამ ტბას, თეთრს, ლურჯსა და მწვანეს, ანანურის კომპლექსს.
ტურის საფასურია - 45 ლარი.
ტურის აღწერილობა:
პირველი დღე:
მგზავრობა თბილისიდან კორშამდე. საფეხმავლო ბილიკით მსვლელობა სოფელ როშკამდე. ღამისთევა ბანაკში.
მეორე დღე:
აბუდელაურის ლურჯი, მწვანე და თეთრი ტბების მონახულება, საფეხმავლო ბილიკით მსვლელობა როშკამდე, მგზავრობა თბილისამდე (გზაზე მოვინახულებთ ანანურის კომპლექსს).
ტურის ღირებულებაში შედის:
სალაშქრო აღჭურვილობა. (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები "პარალონი") ტრანსპორტირება. გზამკვლევის მომსახურება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 558 044 055.