ტურიზმი | რაჭა

2 დღიანი თავგადასავალი რაჭაში

2 დღიანი თავგადასავალი რაჭაში
2 დღიანი თავგადასავალი რაჭაში

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა რაჭაში.

ხარ აქტიური? ეძებ თავგადასავალს? გიყვარს ექსტრიმი? მაშინ გეპატიჟებით რაჭაში 2 დღიან თავგადასავალზე.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები. ტერიტორიაზე მოეწყობა საბანაკე სივრცე სადაც დარჩენის მსურველებს საშუალება ექნებათ გაშალონ თავიანთი კარვები ან ჩვენს სარეზერვო კარვებში დარჩნენ.
დღის განმავლობაში გაიმართება საჩვენებელი წარმოდგენები პარკურისა და ველო შოუს მოყვარულებისათვის, გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები:
შეჯიბრი ჯომარდში და კაიაკინგში, სლექლაინი, ფრისბი, ზიპლაინი და სხვა.
საღამოს კი დაენთება გრანდიოზული კოცონი და გაიმართება კინოჩვენება ღია ცის ქვეშ.

თარიღი: 30 მაისი, პარასკევი
31 მაისი, შაბათი
1 ივნისი, კვირა
ადგილი: შაორის ტბა, რაჭა

ღონისძიების პროგრამა:

30 მაისი - გამგზავრება თბილისიდან რაჭაში

31 მაისი

10:00 - შეჯიბრი ჯომარდში
15:30 - შეჯიბრი კაიაკინგში
18:30 - დაჯილდოვების ცერემონია
19:00 - პარკურის წარმოდგენა და ველო შოუ
20:00 - კინოჩვენება ღია ცის ქვეშ

1 ივნისი

10:00 - მხიარული შეჯიბრებები
15:00 - ფრენა პარაპლანით

თბილისში დაბრუნება

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
593 039 039 ან მოგვწერეთ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო

2 დღიანი თავგადასავალი რაჭაში
2 დღიანი თავგადასავალი რაჭაში