სპორტი › უშუ | თბილისი

საქართველოს XI ეროვნული ჩემპიონატი უშუში

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება საქართველოს XI ეროვნული ჩემპიონატი უშუში.

შეჯიბრი ჩატარდება ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის #134, სპორტსაზოგადოება „მართვე" (ყოფილი შრომითი რეზერვები) სპორტულ დარბაზში.

ჩემპიონატში ყველა ასაკის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, საჩვენებელ ტაოლუში და კონტაქტურ სტილ სანდაში სხვადასხვა რეგიონებიდან, ქობულეთი, ფოთი, მარტვილი, ქუთაისი, რუსთავი, ახმეტა, წალკა, დედოფლისწყარო და თბილისის სკოლების ნაკრები გუნდები.

გამოვლინდებიან გამარჯვებული სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ანტალიაში ბავშთა V მსოფლიო ჩემპიონატში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი არის სალიცენზიო და გამარჯვებული 3 წონითი კატეგორია 52 კგ, 60კგ და 70 კგ-ში გამარჯვებული პირველი 8 ადგილი მიიღებს მონაწილეობას ახალგაზრდულ ოლიმპიადაში, რომლეიც გაიმართება აგვისტოს თვეში ნანძინგში (ჩინეთი).

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო